8 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში, ფლორიდის შტატში რესპუბლიკელმა რონ დესანტისმა დამაჯერებლად გაიმარჯვა.
იგი 59.4%-იანი მხარდაჭერით მეორე ვადით იქნა არჩეული შტატის გუბერნატორად.8 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში, ფლორიდის შტატში რესპუბლიკელმა რონ დესანტისმა დამაჯერებლად გაიმარჯვა. იგი 59.4%-იანი მხარდაჭერით მეორე ვადით იქნა არჩეული შტატის გუბერნატორად.
შეიძლება ითქვას, რომ ფლორიდა სრულად რესპუბლიკელების ხელშია, რადგან, ამავე შტატში სენატის არჩევნებშიც რესპუბლიკელმა მარკო რუბიომ გაიმარჯვა და კონგრესის არჩევნებშიც ფლორიდის უმრავლეს ოლქებში რესპუბლიკელები ლიდერობენ.
“ჩვენი მზიანი შტატი(ფლორიდა) აგრძელებს შეუპოვარ ბრძოლას თავისუფლებისთვის, რადგან ჩვენ გვქონდა და გვაქვს გამბედაობა ვმართოთ ისე, როგორც ჩვენ გვჯერა!
ჩვენ, ვიცავთ მშობლების უფლებებს! ჩვენ ვირჩევთ განათლებას და არა ინდოქტრინაციას!(მოზარდებზე იდეოლოგიის თავსმოხვევა-მთარგმნ.)
ფლორიდა იყო საღი აზრის თავშესაფარი, როცა მთელი მსოფლიო შეიშალა! ჩვენ ვირჩევთ კანონის უზენაესობას და არა უწესრიგობასა და არეულობას!
ჩვენ, ვაფასებთ ადგილობრივ გადასახადის გადამხდელებს! ჩვენ უარვყოფთ “woke”(გამოღვიძება-მთარგმნ.) იდეოლოგიას და ფლორიდა იქნება ის ადგილი, სადაც ეს იდეოლოგია მოკვდება” – ამობს დესანტისი