პოლიტიკასხვადასხვა

რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი: ჯონ კენედის მკვლელობაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო მონაწილეობდა

0

9 მაისი, 2023 წ.

მოკლული ჯონ ფ. კენედის ძმისშვილი კიდევ ერთხელ დემონსტრირებს, რომ „დიფ სთეითზე“ (Deep State, ქართ. ‘სიღრმისეული სახელმწიფო’) თავდასხმის არ ეშინია.
რობერტ ფ. კენედი უმცროსმა, რომელმაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, გასულ კვირას განაცხადა, რომ მისი რწმენით, „ბიძამისის მკვლელობაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო მონაწილეობდა“, რასაც „60 წლის განმავლობაში მალავდა“.
ინტერვიუს წამყვანის, ჯეისონ კალეკენესის, კითხვაზე, „გჯერათ, რომ ისინი (CIA) ბიძათქვენის მკვლელობაში მონაწილეობდნენ?“, კენედიმ მყისვე უპასუხა: „ისინი ნამდვილად მონაწილეობდნენ მკვლელობაში და 60 წელი მალავდნენ ამ ფაქტს. ისინი ჯერ კიდევ არ აქვეყნებენ დოკუმენტებს, რომლებიც კანონის თანახმად უნდა გამოაქვეყნონ“.
კენედიმ ისიც აღნიშნა, რომ მამამისი ბობი კენედი დარწმუნებიული იყო, რომ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ეკისრებოდა. მისი თქმით, პრეზიდენტ კენედის ძმამ ლენგლიშიც კი დარეკა და იკითხა: „თქვენმა ხალხმა ჩაიდინა ეს?“
გასულ თვეს თავისი წინასაარჩევნო კამპანიისას რობერტ ფ. კენედი უმცროსმა ბიძამისის დაპირების შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმადაც ‘ღორების ყურეში’ მომხდარი საშინელი ინციდენტის შემდეგ „ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ათას ნაწილად დაშლიდა და ქარს გაატანდა“.
კენედიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მკვლელობამდე ბიძამისი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ „სადაზვერვო სააგენტოების ფუნქცია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის უზრუნველყოფა გახდა, რათა ომებს მუდმივი ხასიათი მისცემოდა“.
რობერტ ფრენსის კენედი უმცროსმა პირობა დადო, რომ „გაათავისუფლებს“ მათ, ვინც 18 წლის განმავლობაში მის გაჩუმებას ცდილობდა. „აი, რა ხდება, როცა 18 წელი ვინმე ცენზურის ქვეშ გყავს. ბევრი სალაპარაკო მაქვს“, – დასძინა პრეზიდენტობის კანდიდატმა.9 მაისი, 2023 წ.
მოკლული ჯონ ფ. კენედის ძმისშვილი კიდევ ერთხელ დემონსტრირებს, რომ „დიფ სთეითზე“ (Deep State, ქართ. ‘სიღრმისეული სახელმწიფო’) თავდასხმის არ ეშინია.
რობერტ ფ. კენედი უმცროსმა, რომელმაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, გასულ კვირას განაცხადა, რომ მისი რწმენით, „ბიძამისის მკვლელობაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო მონაწილეობდა“, რასაც „60 წლის განმავლობაში მალავდა“.
ინტერვიუს წამყვანის, ჯეისონ კალეკენესის, კითხვაზე, „გჯერათ, რომ ისინი (CIA) ბიძათქვენის მკვლელობაში მონაწილეობდნენ?“, კენედიმ მყისვე უპასუხა: „ისინი ნამდვილად მონაწილეობდნენ მკვლელობაში და 60 წელი მალავდნენ ამ ფაქტს. ისინი ჯერ კიდევ არ აქვეყნებენ დოკუმენტებს, რომლებიც კანონის თანახმად უნდა გამოაქვეყნონ“.
კენედიმ ისიც აღნიშნა, რომ მამამისი ბობი კენედი დარწმუნებიული იყო, რომ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ეკისრებოდა. მისი თქმით, პრეზიდენტ კენედის ძმამ ლენგლიშიც კი დარეკა და იკითხა: „თქვენმა ხალხმა ჩაიდინა ეს?“
გასულ თვეს თავისი წინასაარჩევნო კამპანიისას რობერტ ფ. კენედი უმცროსმა ბიძამისის დაპირების შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმადაც ‘ღორების ყურეში’ მომხდარი საშინელი ინციდენტის შემდეგ „ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ათას ნაწილად დაშლიდა და ქარს გაატანდა“.
კენედიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მკვლელობამდე ბიძამისი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ „სადაზვერვო სააგენტოების ფუნქცია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის უზრუნველყოფა გახდა, რათა ომებს მუდმივი ხასიათი მისცემოდა“.
რობერტ ფრენსის კენედი უმცროსმა პირობა დადო, რომ „გაათავისუფლებს“ მათ, ვინც 18 წლის განმავლობაში მის გაჩუმებას ცდილობდა. „აი, რა ხდება, როცა 18 წელი ვინმე ცენზურის ქვეშ გყავს. ბევრი სალაპარაკო მაქვს“, – დასძინა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

წყარო: https://is.gd/a79W7f