19 ივნისი, 2023 წ.
„როდესაც გასული წლის დეკემბერში ზელენსკი სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მოითხოვდა, მან განაცხადა, რომ სამართლიანობის გარეშე მშვიდობის დამყარება შეუძლებელია. რეალობა ის გახლავთ, რომ ეს ომი ყველაზე დიდი უსამართლობაა, რომელიც დედამიწას ტანჯავს და ძალიან ბევრი ადამიანი მისი გაგრძელებისთვის ძალისხმევას არ იშურებს. ზელენსკი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იჯდეს, თუმცა ნაცვლად ამისა, იგი მთელ მსოფლიოში დაიარება და თავისი დაუსრულებელი ომით ვაჭრობს. ამ დროს კი უკრაინა ნადგურდება და ათასობით ახალწვეული იღუპება.
ბოლო 25 წლის განმავლობაში იმპერიულმა სახელმწიფოებმა იუგოსლავიის, ავღანეთის, ერაყის, სირიისა და იემენის წინააღმდეგ აგრესიული ომები გააჩაღეს. სიცოცხლეს გამოასალმეს მილიონობით ადამიანი, ამდენივე ადამიანს კი საკუთარი კარ-მიდამოს დატოვება აიძულეს, გამოიყენეს მომწამვლელი იარაღი და უამრავი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს.
ამ დანაშაულებებისთვის NATO-ს წევრი ქვეყნები არასოდეს წარმდგარან მართლმსაჯულების წინაშე. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჩადენილი დანაშაულისთვის რუსეთმაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, თუმცა სია გრძელია. ჩვენ თუ ნამდვილად გვადარდებს სამართლიანობა, უარი უნდა ვუთხრათ ანტაგონიზმსა და თვალთმაქცობას და მშვიდობის დასამყარებლად რეალური ნაბიჯები უნდა გადავდგათ“, − მიკ ვოლასი.
წყარო: https://is.gd/ybBOD3