სოციალური მედიასხვადასხვა

მაკრონიც უკრაინის მტერია და დანებებას სთავაზობს?

0

 

ოპოზიციის ნაცმოძრაობის ფრთას თითქოს განაწილებული ჰქონდათ საკითხები, ვის რომელი კუთთხით დაეკნინებინა ილჰამ ალიევის ვიზიტი. ასეთ დროს მთავარი მეთოდია ამოიღო რაიმე ერთი დეტალი და წარმოაჩინო ნეგატიურად.
მაგალითად, უგულავამ, რომელიც, წესით, პოლიტიკაში აღარ უნდა ჩნდებოდეს 48 მილიონის შემდეგ, სადილის დროს გადაღებული ალიევის და ღარიბაშვილის ფოტო გამოფინა, გააქილიკა. არადა, საქილიკო რა იყო?!
ნათელაშვილმა ზღაპრები შეთხზა, ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ალიევსო. განხილვაც კი არ ღირს.
ყველაზე მწვავე თემას ზაზა ბიბილაშვილი შეეხო. ამ პოსტს ოდნავ მეტად განვიხილავ, რადგან ნაციონალების საყვარელი სასპეკულაციო თემაა.
პრემიერის ფრაზა ამოჭრა ადგილიდან “ჩვენ ვთანმხდებით, რომ უკრაინის კონფლიქტი მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდესო”.
არადა, მანამდე ამბობს, რომ ჩვენ (ანუ პრემიერი და ალიევი) ვისაუბრეთ მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, რაგიონის პრობლემებზე, მ.შ. უკრაინაში მიმდინარე ომზე. ამის შემდეგ ამბობს “ჩვენ ვთანხნდებით…”
ეს იმას ნიშნავს, რომ მან გაახმოვანა მათი (ღარიბაშვილის და ალიევის) საერთო პოზიცია.
ამ გამონათქვამის საპირწონედ მოჰყავს პოდოლიაკის განცხადება, რომ მოლაპარაკებები ნიშნავს უკრაინის შანებებასო. ამათთვის პოდოლიაკი ხან კერძო პირია, როცა ჩვენ მოგვიწოდებს ომისკენ და თუ დასჭირდათ, არგუმენტად მოჰყავთ.
მერე ირაკლი კობახიძესაც წამოსდო, ესაა ცალმხრივი მეგობრობაო? ანუ, თუ მოლაპარაკებებს ახსენებ, ეს მტრობა ყოფილა.
ჯო ბაიდენმა თქვა თვეების წინ, რომ უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია რა გზას აირჩევენ, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართო. ანუ ბაიდენიც კი არ ამბობს მოწოდების დონეზე, ბოლომდე იომეთო.
როგორ შეიძლება საქართველომ, ან სხვა ქვეყანამ თქვას, რომ საკითხი ომით უნდა გადაწყდეს?! გვერდიდან რა თქმა უნდა დიპლომატიის გზა უნდა უსურვო.
როცა ერდოღანი მუდმივად მედიატორობას სთავაზობს, ამით უკრაინას ეუბნება უნდა დანებდეო? მეორე საკითხია, რომ მოლაპარაკებებისთვის პირობები არაა, ჩიხური სიტუაციაა, რაც რუსეთმა შექმნა.
ახლა გავიხსენოთ კონგრესში რესპუბლიკელების უმრავლესობის ლიდერის განცხადება უკრაინის ომთან მიმართებაში. არ შევალ დეტალებში. ეს კონგრესმენი არაა უკრაინის მეგობარი?
გუშინწინ უკვე 30 დემოკრატი კონგრესმენის მიმართვა გავრცელდა ბაიდენის მისამართით, რათა დაიწყოს რუსეთთან პირდაპირი დიალოგი. ესენიც უკრაინის მტრები არიან? მაშინ ამ კონგრესმენებს რატომ არ ამუნათებთ?
გუშინ უკვე ევროპის წამყვანი და თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტი მაკრონი გამოვიდა მოლაპარაკებების იდეით. მაკრონიც უკრაინის მტერია და დანებებას სთავაზობს?
ამათ რატომ არ ამუნათებთ?
აი ასეთი პოსტების და ინტერვიუების კორიანტელია ორი დღეა, რათა არავინ ისაუბროს ტრანზიტული პოტენციალის გაზრდის და აქედან მისაღები დივიდენდების შესახებ.
გუშინ ხორვატიაში პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის გაქილიკებაც სცადეს. ერთმა დააბრეხვა, ბიძინა ივანიშვილის გზავნილები შალვა პაპუაშვილმა გაახმოვანაო. და რა ნახეს ცუდი იმ გზავნილებში?!
მოკლედ, ოპოზიციის სტრატეგია უცვლელია. არანაირი კვალიფიციური კრიტიკა და დებატები, მხოლოდ წეგატიური დღის წესრიგი და სიძულვილის ენა. ამ სტრატეგიამ სრული კრახი რომ განიცადა, ვერ ხვდებიან.