კულტურასხვადასხვა

მადრიდში დათო მაღრაძის პოემის „ბარაქიანი მიწა“ პრეზენტაცია გაიმართა

0

7 ნოემბერს, მადრიდში, ცნობილ კლუბ „მატადორში“ დათო მაღრაძის ესპანური „ბარაქიანი მიწის“ პრეზენტაცია გაიმართა. პოემის მთარმგმნელია მაიტე ფერნანდესი, მხატვარი- ანატოლი ბელკინი, გამომცემლობა -ENDYMION”-ი.
პოემა „ბარაქიანი მიწა” ნათარგმნი და გამოცემულია მრავალ უცხო ენაზე. ინგლისური ვერსია პოეზიის ფესტივალის მთავარი პრიზით „ვერცხლის დრაკონით“ დაჯილდოვდა.
რაც შეეხება მადრიდის 7 ნოემბრის პრეზენტაციას, გაიმართა პერფორმანსი, სადაც ესპანელმა დეკლამატორმა და ავტორმა ესპანურად და ქართულად წაიკითხა პოემის ფრაგმენტები. ასევე შედგა ქართული ღვინის დეგუსტაცია.