ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნის – კურტ ვოლკერის კავშირებსა და საქართველოში რევოლუციურ პროცესებში მისი როლის შესახებ.
კურტ ვოლკერი წარმოადგენს თვალსაჩინო მაგალითს იმ ყოფილი დასავლელი ტოპ-ჩინოვნიკებისა, რომელთა კასტას მიუკეთვნებიან შვედი კარლ ბილდტი თუ ამერიკელი იან კელი, რომლებიც აქტიურ პროფესიულ საქმიანობას მოცილებისთანავე, ემსახურებიან ყველაფერს, რასაც კი ასდის ფულის სუნი, თუნდაც ბინძური, შავი ფულის.
CIA-ს წარმატებულმა ახალგაზრდა ანალიტიკოსმა, კურტ ვოლკერმა თავის კარიერულ წინსვლაში გაიარა სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატორ მაკეინის ოფისის, NATO-ში გენერალური მდივნის მოადგილის, ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპისა და ევრაზიის საქმეთა დირექტორის, “საერთაშორისო ლიდერობის მაკეინის ინსტიტუტის” ყოფილი დირექტორის, უკრაინაში აშშ-ს ყოფილი სპეცწარმომადგენლის – სოლიდური პროფესიული სკოლა.
მიუხედავად სხვადასხვა სიმძლავრის საერთაშორისო სკანდალებში პერიოდული გახვევისა, მას ფსევდოლიბერალური იმპერიისადმი მრავალწლიანი ერთგულება დაუფასდა და “პენსიაზე” გასულს, ჯორჯ სოროსის “საერთაშორისო პროექტის” უკრაინელი და ქართველი წარმომადგენლების დახმარებით, იმ ქვეყანაში ხვდა წილად სარფიანი ნავსაყუდელის მოძიება, რომელიც მსოფლიო მასშტაბის ძებნილი კრიმინალების და ჯალათების “ჰაბად” გადაიქცა – დიახ, უკრაინაში.
2020 წლის 1 სექტემბრიდან, კურტ ვოლკერი გვევლინება უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი სარკინიგზო კომპანია BGS Rail-ის დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელ წევრად, რაც ერთი შეხედვით, თითქოს და მისი შემდგომი დაფინანსების ლეგალიზებას ნიშნავს სულ სხვა ტიპის საქმიანობისათვის, ვინაიდან კურტ ვოლკერი და სარკინიგზო ვაგონების იჯარის ბიზნესი, წესით აცდენილი უნდა იყოს ურთიერთგადაკვეთის წერტილებს. თუმცა, ფულის კეთების ამ სარფიან მიმართულებას ჩვენ კიდევ მოვუბრუნდებით.
მანამდე კი გავიხსენოთ, ვოლკერი – როგორც საქართველოს მოქმედი ხელისუფლების უკანასკნელი წლების ყველაზე აქტიური კრიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის მისამართით გესლიანი ისრების მუდმივი მსროლელი. ნიშანდობლივია, რომ ვოლკერის ანტიქართული რიტორიკის აქტიური ფაზა ფაქტიურად დაემთხვა მის, პირდაპირი გაგებით, ნაციონალური მოძრაობის ოჯახში გაწევრიანებასთან, როდესაც იგი დაქორწინდდა “ამერიკის ხმის” ჟურნალისტ ია მეურნიშვილზე, რომლის მეჯვარეც გახდა ნაცმოძრაობის ერთ-ერთი მედიარუპორი – ეკა კვესიტაძე.
ეს გარემოება “შემთხვევითობას” რომ არ მივაწეროთ, მოვიშველიოთ კურტ ვოლკერისა და საერთაშორისო კრიმინალის, საქართველოს “ოპოზიციურ” ველზე რადიკალური და დესტრუქციული ძალების მთავარი დამფინანსებლის, დავით კეზერაშვილის ა.წ. ივლისში, ლონდონში ჩატარებული შეხვედრაც – რომლის ფაქტი ნათლად მეტყველებს არა მხოლოდ ვოლკერის ქართულ პოლიტიკურ ველზე კონკრეტულ “მხარედ” ჩამოყალიბებაზე, არამედ, შესაძლოა კეზერაშვილის დანაშაულებრივ ბიზნეს-საქმიანობაში ვოლკერის აქტიურ მონაწილეობაზეც, ამ უკანასკნელის ამჟამინდელი დასაქმების ადგილის გათვალისწინებით. იარაღით ვაჭრობის მრავალწლიანი გამოცდილება და ამ შეიარაღების ტრანსპორტირების შესაძლებლობა ქვეყნის გარეთ – ვოლკერ/კეზერაშვილის სავარაუდო ბიზნეს-ტანდემს კიდევ უფრო დამაჯერებლად ხდის.
ჩვენი ვარაუდი, აცდენილიც რომ იყოს რეალობას, ვოლკერ/კეზერაშვილის დადასტურებული ურთიერთობები – მასთან, როგორც საქართველოს პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტთან მიმართებაში – არანაირ ეჭვებს აღარ ბადებს: ის არის ქვეყნის მოქმედ ხელისუფლებასთან ბრძოლაში ჩაბმული “მხარე” და ეს მხარე საქართველოს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს ცალსახად ძირს უთხრის.