მთავარი ამბავი

ვიქტორ ორბანი – ჩემთვის მთავარია კავშირი გარდაცვლილ, ცოცხალ და მომავალ უნგრელებს შორის

0

“მთავარი კითხვაა, თუ რა არის ცხოვრების არსი და მიზანი? მე არ ვიცი რა პასუხი აქვთ ამ კითხვაზე გერმანიაში, მაგრამ ვიცი რომ უნგრელებისთის ეს არის კავშირი – გარდაცვლილ, ცოცხალ და მომავალ უნგრელებს შორის” – განაცხადა ვიქტორორბანმა ბუდაპეშტში გამართულ ფორუმზე.

მისი თქმით, სწორედ ამ კავშირისგან მიიღეს უნგრელებმა ენა, თავისუფლების სიყვარული და ყველაფერი კარგი რაც დღეს მათ გააჩნიათ.

“მე ვერ დავუტოვებ შვილებს, ისეთ ქვეყანას, სადაც ვერ აირჩევენ თუ როგორ სურთ რომ იცხოვრონ. ვერ გადავაბარებ მომავალს ისეთ ქვეყანას, რომელშიც ოჯახის, მიგრაციის თუ მრავალეროვნულობის საკითხები ბრიუსელიდან მომავალი დირექტივებით რეგულირდება.
ასევე დღეს, ვალების დაგროვება ნიშნავს რომ ჩვენ წავართმევთ მომავალს ჩვენს შვილებს. ჩვენ მათ თავისუფალი სამყარო უნდა დავუტოვოთ, სადაც შეძლებენ გაიაზრონ რისთვის უცხოვრიათ მათ ბაბუებს და წინაპრებს და რა მისია აკისრიათ მათ აწმყოში”.