პოლიტიკასხვადასხვა

ერთი წლის წინ ფედერალური პროკურორები ჰანტერ ბაიდენისთვის ბრალის წაყენების საკითხს განიხილავდნენ

0

24 აპრილი, 2023 წ.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთი წლის წინ ფედერალური პროკურორები ოთხ საქმეზე პრეზიდენტის ვაჟისთვის ბრალის წაყენების საკითხს განიხილავდნენ. სამი საკითხი საგადასახადო კანონის დარღვევას (ერთ-ერთი გადასახადებისთვის თავის არიდებაა), ერთი კი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენას უკავშირდებოდა. ბრალდებები, სავარაუდოდ, იუსტიციის დეპარტამენტში ბაიდენის ადმინისტრაციის დანიშნულმა ორმა პირმა დაბლოკა. ამის შესახებ NBC News-ს საქმეში ჩახედულმა ორმა მაღალჩინოსანმა სამართალდამცველმა აცნობა.
ეს ორი წყარო გამოძიების ფედერალურ ბიუროში „მზარდი იმედგაცრუების“ შესახებაც იტყობინებოდა, რადგან ჰანტერ ბაიდენთან დაკავშირებული გამოძიება დაახლოებით ერთი წლის წინ დასრულდა. მესამე წყარომ NBC News-ს განუცხადა, რომ აშშ-ის შემოსავლების სამსახურმა გამოძიება ერთი წლის წინ დაასრულა.
ოთხშაბათს ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელმაც შემოსავლების სამსახური ამხილა, განაცხადა, რომ იუსტიციის დეპარტამენტში ბაიდენის ადმინისტრაციის დანიშნული ორი პირი ჰანტერის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების დაბლოკვაზე მუშაობენ. გარდა ამისა, გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა, გამოძიების მიმდინარეობისას სპეციალური ადვოკატის დანიშვნაზე, სავარაუდოდ, უარი განაცხადა, რომელიც გამოძიებასა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის გამიჯვნის დონეს უზრუნველყოფდა.
2019 წლის მაისში საგადასახადო თაღლითობის, ფულის გათეთრებისა და ლობიზმთან დაკავშირებული კანონების დარღვევისთვის ჰანტერ ბაიდენის საქმეს იუსტიციის დეპარტამენტი იძიებდა. ტრამპის დანიშნულმა პროკურორმა, დევიდ ვაისმა, განიხილა საკმარისი იყო თუ არა მტკიცებულებები, რომ პრეზიდენტის ვაჟისთვის ბრალი ნაფიც მსაჯულთა დიდ ჟიურის წაეყენებინა.
ჰანტერ ბაიდენი დღემდე თავს არიდებს ამ ბრალდებებს.
„სულ გვაინტერესებდა სად ჯანდაბაში იყო იუსტიციის დეპარტამენტი და შემოსავლების სამსახური. როგორც ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაცია, ალბათ, ზეგანაკვეთზე მუშაობდა, რათა ბაიდენებს შედეგებზე პასუხი არ ეგოთ“. ამის შესახებ Breitbart News-ს წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს ქომერმა განუცხადა.

წყარო: https://is.gd/n9ZkzQ