გარშემო ქაოსია, ინფლაცია ისტორიულ მაქსიმუმზეა, ბირთვული ომის საფრთხის წინაშე ვართ და ნაცვლად იმისა, რომ ბაიდენი ამ საკითხების მოგვარებით დაკავდეს, მას სულ სხვა პრიორიტეტები აქვს – ამბობს ფოქს ნიუსის წამყვანი ტაკერ კარლსონი.
ტელეწამყვანი მოგვითხრობს თუ როგორ უმასპინძლა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში, ქალის თანსაცმელში გამოწყობილ მამაკაცს, რომელიც ამტკიცებს, რომ ქალია. ტაკერის თქმით, ეს რეჟიმისთვის დამახასიათებლია, რომ გათქმევინონ ის რაც ზუსტად იცი რომ არ არის სიმართლე, იმისათვის რომ სრულად შეძლონ ადამიანების დაქვემდებარება და კონტროლი.
დილან მონველი პოპულარულია სოციალურ ქსელ ტიკ ტოკში. ის აქვეყნებს ვიდეობს, სადაც ყვება ქალად გადაქცევის გამოცდილებაზე. ის აშკარად ამცირებს და დასცინის ნამდვილ ქალებს, საინტერესოა ფემინისტებს თუ ექნებათ რეაქცია ამ ყველაფერზე. აღნიშნული მამაკაცი პირისპირ შეხვდა პრეზიდენტს, რომელმაც სახლიდან გაუსვლელად 81 მილიონი ხმა მიიღო, მან საჯაროდ დაადასტურა რომ მხარს დაუჭერს ბავშვებში სქესის შეცვლის პორცედურის დაშვებას, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს სქესის არჩევა.
დილან მონველი: ბატონო პრეზიდენტო ეს ჩემი სააჯრო ტრანსფორმაციის 221-ე დღეა. ბაიდენი: ღმერთმა დაგლოცოთ.
მონველი: როგორ ფიქრობთ, აშშ-მა უნდა აკრძალოს სქესის არჩევის შესაძლებლობა?
ბაიდენი: მე ვფრიქრობ რომ სახელმწიფომ ეს არ უნდა გააკეთოს, არც მორალური და არც სამართლებრივი თვალსაზრისით, ჩემი აზრით ეს იქნება სწორი.