4 მაისი, 2023 წ.
ბუდაპეშტი, 4 მაისი – აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, თეთრ სახლში დაბრუნება ხელს შეუწყობს უკრაინაში მშვიდობის დამყარებას. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ პრეზიდენტი (აშშ-ის) რომ ბატონი ტრამპი ყოფილიყო, დღეს უკრაინასა და ევროპას ვერანაირი ომი ვერ გაანადგურებდა. ბატონო პრეზიდენტო, დაბრუნდით, ამერიკა კვლავ დიდებულ ქვეყნად აქციეთ და მშვიდობა მოგვიტანეთ!“, – განაცხადა ორბანმა ბუდაპეშტში კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპასა და ამერიკაში ადამიანებს თავს ესხმის „ვირუსი, რომელიც ლიბერალურ-პროგრესულ ლაბორატორიებშია გამოყვანილი“.
ორბანის თქმით, „ე.წ. პროგრესული საგარეო პოლიტიკა ყოველთვის ომში გვითრევს“. „რამდენიმე ასეთი ფერადი რევოლუცია მაქვს ნანახი. იგი თავისუფლების დეკლარირებით დაიწყო, გაგრძელდა ადამიანის ლიბერალურ-პროგრესული ახლებური აღზრდითა და გაუმჯობესებით, ბოლოს კი იყო ქაოსი, არეულობა და ამ ქვეყნებს სახელი გაუტყდათ“.
ადრე ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობა მხოლოდ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებებით შეიძლება დამყარდეს, ევროპამ ხელიდან გაუშვა შუამავლობის შანსი, რადგან ვერ შეძლო მინსკის შეთანხმებების შესრულების უზრუნველყოფა.
კონფერენზიაზე სიტყვით გამოვიდა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კოალიციის (CPAC) თავმჯდომარე მეთ შლეპი, რომელმაც განაცხადა: „ჩვენ დავამარცხებთ გლობალისტებს, რომლებსაც ჩვენი ცივილიზაციის განადგურება აქვთ განზრახული“.
კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ჩეხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმაც, მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ ევროპამ თავი უნდა დაიხსნას ბრიუსელში მოკალათებული ბიუროკრატებისგან, რომლებიც მხოლოდ პირადი ინტერესებით მოქმედებენ და ასევე უარი უნდა თქვას მათ „მწვანე“ დღის წესრიგზე, რომელიც კრახისთვის არის განწირული.
4-5 მაისს უნგრეთში დაგეგმილ CPAC-ის სპიკერებს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც არის.
წყარო: https://is.gd/zNMH3C / https://is.gd/EE6YD3