საზოგადოებასხვადასხვა

ანგლიკანური ეკლესიის ეპისკოპოსები ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარს არ უჭერენ

0

ინგლისის ეკლესიის ეპისკოპოსებმა უარი თქვეს სწავლების შეცვლაზე, რაც მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების დაქორწინების ნებას დართავდა. ამის შესახებ „ბიბისი ნიუსს“ რამდენიმე წყარომ განუცხადა.
ხუთწლიანი კონსულტაციისა და დებატების შემდეგ ანგლიკანური ეკლესიის ეპისკოპოსები, ეკლესიის პოზიციების შესათანხმებლად შეიკრიბნენ.

ეპისკოპოსების პოზიცია სინოდში მომავალ თვეში განიხილება. შეხვედრაზე დამსწრე რამდენიმე ეპისკოპოსის განცხადებით, ეკლესიის სწავლება იმის თაობაზე, რომ წმინდა ქორწინება არის მხოლოდ ერთ მამაკაცსა და ერთ ქალს შორის, არ შეიცვლება და კენჭისყრაზე არ გავა.

ინგლისსა და უელსში ერთნაირსქესიანთა ქორწინება 2013 წლიდან დაუშვეს, თუმცა როდესაც კანონი შეიცვალა, ეკლესიამ სწავლება არ შეცვალა. 2017 წელს ინგლისის ეკლესიამ დაიწყო გახანგრძლივებული საკონსულტაციო პერიოდი სახელწოდებით „იცხოვრე სიყვარულსა და რწმენაში.“
2022 წლის ნოემბერში ოქსფორდის ეპისკოპოსი გახდა ინგლისის  ეკლესიის ყველაზე მაღალი რანგის ეპისკოპოსი, რომელმაც საჯაროდ დაუჭირა მხარი ეკლესიის სწავლების ცვლილებას. მიუხედავად იმისა, რომ მას რამდენიმე ადამიანი უჭერდა მხარს, ისინი უმცირესობაში დარჩნენ. შეხვედრის დამსწრე ერთ-ერთმა ლიბერალმა ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ „არსებითი პროგრესი იყო.“

უარი, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვების შესახებ კენჭისყრის შეთავაზებას უკავშირდება, სავარაუდოდ, ეკლესიის შიგნით ცვლილებების მომხრეების აღშფოთებას გამოიწვევს.
ზოგიერთმა მათგანმა უკვე განუცხადა „ბიბისი ნიუსს“, რომ მომავალ თვეს სინოდს თხოვნით მიმართავენ, რათა ამ ეპისკოპოსების შეთავაზებებზე უარი თქვან.

წყარო: https://is.gd/mLoNdw